Показаны сообщения с ярлыком გახსენება. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком გახსენება. Показать все сообщения

понедельник, 29 марта 2010 г.

ნიაზ დიასამიძე გახსენება

ნიაზ სულეიმანის ძე დიასამიძემ 1956 წელს, 29 წლის ასაკში დაამTავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (სპეციალობა _ "მსოფლიო ისტორია"). 1961 წლის 1 იანვარს გაზეთ "თბილისის" რედაქციაში კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა, ხოლო 1962 წლის 3 იანვარს ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" რედაქციაში იწყებს სამსახურს უფროს რედაქტორის თანამდებობაზე. 1964 წლის 15 დეკემბერს გათავისუფლდა პირადი განცხადებით. იმავე წლის 27 დეკემბერს ტელევიზიაშია (სალიტერატურო ნაწილში) და 1966 წლის 27 აპრილს აქედანაც მიდის.



***


_ ძია, მომეხმარეთ რა, _ დაუძახა ნიაზმა გამვლელს. კაცმა შეხედა როგორ შეეშვირა ზურგი კაზარიანცის სახლის კედელზე მიმაგრებულ ფოსტის ყუთისთვის პატარა ბიჭუნას.
_ ძია, ვარდება, დაიჭირეთ! _ მუდარით სთხოვა ბავშვმა. გამვლელი ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა და დაძაგრული ხელებით ყუთი კედელს მიაჭირა.
_ მე ვინმეს დავუძახებ რომ ისევ მიამაგრონ. _ სხაპასხუპით მიაყარა ნიაზმა და გაიქცა.
_ რას შვრები, შალვა? _ ჰკითხა ნაცნობმა კაცს.
_ ვერა ხედავ? ყუთი მიჭირავს.
_ გაუშვი ხელი.
შალვან დაძაბული კუნთები ნელ_ნელა მოადუნა, ბოლოს ნიჩბისოდენა ტორებიც შეუშვა და ყუთი რომ კედელს შერჩა, შუბლში ხელი იტკიცა.
_ არ გამაბითურა ამ ლაწირაკმა? _ ოცი წუთი ასე ვდგავარ ამხელა კაცი.




***
_ დიასამიძე! _ მიმართა სკოლის მასწავლებელმა ნიაზს. _ ერთი ადექით და მიპასუხეთ, რა იცით "როგორ იწრთობოდა ფოლადის" შესახებ.
_ტექნიკურ ლიტერატურას ცუდად ვიცნობ მას. . . _ მოუჭრა მის ნაკითხობაში დაეჭვებულ პედაგოგს ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილმა ნიაზმა.



***
– ფეხი არ ვნახო, შენი ფეხი აქ მოდგმული! _ შერისხა პატარა ნიაზი სკოლის დირექტორმა. მეორე დღეს სკოლისკენ მიმავალ ნიაზს გზად კარის მეზობელი, მეკურტნე მიშა წამოეწია.
_ ძია მიშა, ხელში ამიყვანე, რა. შეეხვეწა ბიჭი.
მიშამ სურვილი შეუსრულა, დირექტორი გაკვირვებული უყურებდა, როგორ შემოიყვანა სკოლის ეზოში ხელში აყვანილი ნიაზი ვიღაცამ.
_ დიასამიძე, რა არის ეს! _ იქუხა ბოლოს.
_ თქვენ არ მითხარით, შენი ფეხით აქ მოსული არ გნახოო?! _ უპასუხა ნიაზმა.



***
ნიაზი ისტორიის გამოცდაზე შევიდა.
_ დაიწყეთ, ყმაწვილო, _ მიმართა მხცოვანმა გამომცდელმა.
_ პატივცემულო, რაც ჩვენ მონღოლებმა დღე გვაყარეს. . . _ დაიწყო ნიაზმა.
_ კი, მაგრამ, თქვენ ხომ არაბებზე უნდა ისაუბროთ. . .
_ რაც ჩვენ მონღოლებმა დღე გვიყვეს პატივცემულო. . .
_ახალგაზრდავ, თქვენს ბილეთში საკითხი ეხება არაბებს.
_ არაბებმა წითელი სისხლის წერტილი დაასვეს ჩვენს ბედკრულ საქართველოს. . .
_ მართალი ბრძანდებით. განაგრძეთ.
_ მაგრამ ჩვენ რომ მონღოლებმა გვიქნეს. . .
_ ჭაბუკო, თქვენ ჩემს ადგილზე რას იზამდით?
_ გამოგართმევდით ჩათვლის წიგნაკს და ნიშანს დაგიწერდით.
_ ამას მე არ ვიზამ. განაგრძეთ მონღოლებზე.
_ მონღოლებმა სისხლის წერტილი დაასვეს ჩვენს ბედკრულ საქართველოს. . .
_ კი მაგრამ, რა ამბავია ამდენი წერტილის დასმა?!
_ როგორ, მრავალწერტილი აRარ იხმარება, პატივცემულო?!..



***
უნივერსიტეტში ლექციაზე ვიღაცას ცხვირი დააცემინა. ქართლოსი და ნიაზი უკან ისხდნენ. ნიაზი წინ გადაიწია და დამცემინებელს მხარზე ხელი დაარტყა:
"ქართლოსის უნივერსიტეტის დამთავრებამდე არაფერი გეტკინოს"_ო. . .



***
ნიაზი უნივერსიტეტთან იდგა.
_ გამარჯობა ბატონო, _ შეაჩერა უცნობი, კაცმა ვერ იცნი, მაგრამ ხელი მაინც ჩამოართვა.
_ გამარჯობა, _ ახლა სხვას ჩამოართვა ხელი, შემდეგ კი ორივე უცნობი ერთმანეთს გააცნო. _ მე მალე დავბრუნდები, _ მიმართა ორთავეს და გაშორდა.
ლექციის ბოლოს, უნივერსიტეტიდან გამოსული ხედავს, რომ ის ორი უცნობი ისევ იქ იდგა და რაღაცაზე საუბრობდნენ, როგორც ძველი ნაცნობები.



***
თქვენი გაცნობა მინდა, _ მიმართა ნიაზმა ანჩისხატის ეზოში მდგარ ახალგაზრდა ქალს.
_ დიდი სიამოვნებით. ნელი ხატისკაცი, _ გაუღიმა ქალმა.
_ ნიაზ პასკისჯვარი. _ თავი დაუკრა ნიაზმა.



***
ქართლოსი ქალთან ერთად მიდიოოდა. ნიაზი შეხვდა.
_ გაიცანი ნიაზ, ჩემი მეგობარია, _ უთხრა ქართლოსმა.
ქალმა ხელი გაიწოდა _ "ოლიმპიადა" _ კეკლუცად წარმოსთქვა თავისი სახელი.
_ "სპარტაკიადა" თქვენი ჭირიმე, _ ჩამოართვა ხელი ნიაზმა.



***
_ ტაქსი, ტაქსი, _ დაუქნია ხელი ნიაზხმა მიმავალ მანქანას. მძღოლმა ავტომობილი გააჩერა.
_ თავისუფალი ხარ? _ ჰკითხა ნიაზმა.
_ თავისუფალი ვარ! _ უპასუხა მძღოლმა.
_ მაშ გაუმარჯოს თავისუფლებას.



***
_ თავისუფალი ხარ, გენაცვალე? ჰკითხა ტაქსის მძღოლს ნიაზმა. _ კი, ნიაზ.
_ არსად გეჩქარება?
_ არა.
_ მაშ გადმოაბრუნე მანქანა, ჭადრაკი ვითამაშოთ.



***
ერთი პერიოდი თბილისში მრავალვაგონიანი ტრამვაი მომრავლდა. ნიაზი ერთ ასეთ ტრამვაიში ავიდა. გაიარა ერთი ვაგონი, მეორე, მესამე და კონდუქტორს მიადგა.
_ უფროსო, _ მიმართა კონდუქტორს.
_ რა იყო, ჯიგარო!
- ვაგონ - რესტორანი, კიდევ შორს არის?!



***
ნიაზი ერთხელ ქართლოსს აუხირდა გინდა თუ არა უნდა ვიჩხუბოთო. ქართლოსს ეცინებოდა და არ ეთანხმებოდა, ბოლოს მოთმინებიდან რომ გამოიყვანა, დათანხმდა, ხელი კრა და ძირს დააგდო. ნიაზი მიხვდა, რომ ავდგე და კიდევ დამარტყას ვერც გადავრჩებიო, ქვემოდან ახედა და "ვა რა ლამაზი ხარ, შე ოხერო, ქვემოდანო" _ უთხრა.




***
ტროლეიბუსი გაჩერდა. იდგა ხუთი წუთი. ხალხს აღელვება დაეტყო, _ რა ამბავია. რატომ არ მიდის, კითხულობდნენ ყოველი მხრიდან. ნიაზი მშვიდად იჯდა, შემდეგ კი ადგა:
_ დაწყნარდით, მეგობრებო, _ მიმართა მგზავრებს, _ ხალხი მართლაც გაჩუმდა _ კიდევ ხუთი წუთი მოგვიხდება დგომა, _ დაამშვიდა ისინი ნიაზმა.
_ კი მაგრამ, რატომ, ბატონო? _ იკითხა ვიღაცამ.
_ "ვსტრეჩნი" ტროლეიბუსს ველოდებით.



***
_ რა ღირს ძროხა?
_ 3000 მანეთი.
_ რა, კონიაკს იწველის?



***
ხალხით სავსე ტროლეიბუსში კონდუქტორი გაჰყვიროდა: "გაიარეთ, გაიარეთ!" ნიაზმა წინ წაიწია და გაჩერდა. კონდუქტორი მაინც არ იშლიდა თავისას, ნიაზი იძულებული გახდა კვლავ მოეცვალა ადგილი. ბოლოს კი ჩასვლისას, გაბრაზებულმა კონდუქტორს მიახალა:
_ კარგი რა, შე კაი კაცო, ფეხით სიარული რომ მდომოდა, ტროლეიბუსში კი არ ამოვიდოდი.



***
_ მომიკიდე თუ შეიძლება, შეაჩერა ვიღაცამ ნიაზი ქუჩაში. ნიაზმა მოუკიდა და გზა განაგრძო.
_ მომიკიდე, თუ ძმა ხარ, _ კვლავ შეაჩერა ვიღაცამ. ნიაზმა მასაც მოუკიდა და გზა განაგრძო. ათიოდე მეტრი გაიარა და ისერვ ნაცნობი სიტყვები შემოესმა.
_ თუ კაცი ხარ, გამაგებინე, _ მიმართა უცნობს ნიაზმა, _ კაცი ვარ თუ "ზაჟიგალკა?"



***
_ ნიაზ, ნიაზ, _ ქუჩიდან უყვიროდა ქართლოსი საავადმყოფოში მყოფ ნიაზს.
_ ამოდი, რა ქვევიდან იძახი, _ ფანჯრიდან გადმოხედა ავადმყოფმა.
_ დარაჯი არ მიშვებს.
_ ღვინის ბოთლი ჩაარტყი!
_ სად მაქვს ბოთლი?!
_ აბა, უბოთლოდ ჩემთან რაღას მოდიოდი, შე კაცო!



***
ნიაზი კიროვის პარკში ხეს აჰყურებდა და რაღაცას ფიქრობდა.
_ რაზე ფიქრობ, ნიაზ? _ ჰკითხა ქართლოსმა.
_ იცი, ქართლოს, რაც ამ ხეზე ფოთლებია, თუმნიანებად რომ გადააქცია. . .
_ ხომ მომცემდი ნახევარს?
_ კარგი რა, თუ ძმა ხარ, სხვა ხესთან მიდი, შეხედე რამდენი ასხია.



***
ნიაზს პატარა ბიჭი მიჰყავდა სასეირნოდ.
_ ნიაზ ბიძია, რა არის ეს? _ ჰკითხა ბავშვმა მოდების ატელიეს რომ გაუსწორდნენ.
_ სიცილის ოთახი, გენაცვალე.



***
ვიწრო, "ბუტილკა" შარვალი თბილისში პირველად ნიაზმა ჩაიცვა. რუსთაველის პროსპექტზე მიდიოდა, ქუჩაში გიგლა ფირცხალავა იდგა ბიჭებთან ერთად.
_ ნიაზ, გამაგებინე, თუ კაცი ხარ. ტოტებში ფეხებს როგორ უყრი? _ ჰკითხა გიგლამ.
_ შენ როგორ უყრი მაგ თავს მაისურში, ჯერ ეგ მითხარი. . .



***
_ როგორ ბნელა აქ, _ თქვა ნიაზის მეგობარმა. ისინი ქაშუეთის პირდაპირ სარდაფში, რესტორანში ისხდნენ და ქეიფობდნენ.
_ ჰო, ჭიქებს ძლივსღა ვხედავთ. ავდგეთ, მაგიდა ავიღოთ და ქაშუეთში ავიტანოთ.



***
ნიაზს ამხანაგი შეხვდა, დაღმეჯილიყო.
_ რა მოგივიდა, _ ჰკითხა ნიაზმა.
_ სიბრძნის კბილი ამომდის.
_ მაიცა, ამოგდის თუ ჩაგდის?

***
_ ქიშ. _ უთხრა ნიაზს მეგობარმა.
ნიაზს ეწყინა რომ წააგო.
_ რა უზრდელი ხარ!
_ რატო?
_ ეგრე უნდა მითხრა?
_ აბა?
_ ქიშთ, ბატონო ნიაზ.



***
_ რამდენი ქვიანია შენი საათი? _ ჰკითხა ახალ საათზე ნიაზმა გიგას.
_ ორმოციანი, _ უპასუხა გიგამ.
_ რა ამბავია ამდენი ქვები. საათია თუ ბათუმის პლაჟი.



***
იაპონური საათები ახალი შემოსული იყო თბილისში. ნიაზმა ერთ ნაცნობს დაუნახა და გააჩერა.
_ რა საათია, აი, ხედავ, ნიაზ, _ დაიწყო საათის პატრონმა, ეს წლების მაჩვენებელია, ეს თვეების, ეს კიდევ რიცხვების, ეს კიდევ დღეების. მომართვა არ სჭირდება. ვთქვათ დავარდი და საათიც დაენარცხა მიწას, არ ტყდება, ვთქვათ ზღვაში შეხვედი და დაგავიწყდა ხელზე რომ გიკეთია, მაინც არ გაფუჭდება. საუკუნეებსაც აჩვნებს. . .
_ ჰო! დებილების საათი ყოფილა! _ ხელი ჩაიქნია ნიაზმა.



***
ნიაზი ქალთან ერთად მიდიოდა ქუჩაში, გასტრონომთან გაიარეს. ახალი ნამცხვრის სუნი გამოდიოდა გარეთ.
_ რა კარგი ნამცხვრის სუნი იდგა, ნიაზ. _ უთხრა ქალმა ცოტა რომ გასცდნენ გასტრონომს. ნიაზმა ჯიბეზე გაიკრა ხელი, მაგრამ გაახსენდა, ფული რომ არ ჰქონდა.
_ მოგიკვდეს ჩემი თავი, წამოდი.
_ უიმე, რას ამბობ, არ მინდა, გმადლობთ, _ გაიპრანჭა ქალი.
_ წამოდი, კიდევ ერთხელ ჩავუაროთ გასტრონომს და. . . უკან წამოვიდეთ. _ დააწყნარა კავალერმა.



***
ნიაზი ქუჩაში მიდიოდა, ეზოდან ძაღლი გამოვარდა და ფეხზე უკბინა. "ნიაზ, შენი ჭირიმე, _ შემოეხვია გამვლელ_გამომვლელი_შრატი გაიკეთე, ცოფი არ შეგეყაროს".
_ჩემი ნუ გეშინიათ, ძაღლს მიხედეთ, სმა არ დაიწყოს..



***
დილით ქუჩაში ქართლოსი და ნიაზი შეხვდნენ ერთმანეთს.
_ ნიაზ ბიჭო, იცი რა ძაღლი მყავს? _ დაიწყო ქართლოსმა.
_ მაინც რანაირი?
_ რომ ვეტყვი, ბობიკ, გაიქეცი პავლიკასთან _ მეთქი, ეგრევე გარბის.
_ ეგ რა არის შე კაი კაცო, მე რომ ძაღლი მყავს, ყოველ დილით მაღვიძებს და მეუბნება: "ნიაზ, წავალ რა, პავლიკასთან".
_ ჩემი ძაღლი, _ განაგრძო ქართლოსმა, _ დილით ადგება, 2 მანეთს აიღებს, გარბის და მოაქვს ჟურნალ_გაზეთები, პური, ყველი. . . მაგრამ ვუანგარიშე და ყოველდღე ოც კაპიკს მაკლებს. რომ ვეტყვი _ ბობიკ, არა გრცხვენია_მეთქი? თავს ჩაღუნავს ხოლმე.
_ იცი რა, ქართლოს! ჩემიც იღებს, ოღონდ მანეთიანს, გარბის და მოაქვს ჟურნალ_გაზეთები, პური, ყველი, რძე, ლუდი. რომ ვკითხავ, კი, მაგრამ მანეთად ამდენი როგორ მოგდის _ მეთქი, მოვა და ყურში მიჩურჩულებს _ დანარჩენს ქართლოსის ძაღლს ვართმევო.



***
_ გამარჯობა, ნიაზ, _ მიესალმა ნაცნობი.
_ გაგიმარჯოს, იცი რა? პურმარილი შენი, ღვინო _ ჩემი, _ მიახალა უცებ.
_ კი შენი ჭირიმე. _ გაუხარდა ნიაზთან მოსალოდნელი ქეიფი ნაცნობს.
_ გამარჯობა, ნიაზ, _ მიესალმა კიდევ ერთი.
_ გაგიმარჯოს. მოდი აქ.
მივიდა.
_ იცი რა? ღვინო შენი, პურმარილი ჩემი. მოდის?
_ უჰ, შენი ჭირიმე, _ აღფრთოვანდა მეორეც.
_ აბა, წავიდეთ ბიჭებო. _ ნიაზმა ორთავეს მოხვია ხელი.



***
_ ათი ბოთლი ღვინო მომიტანე, ხუთი მწვადი, პური, ყველი და მწვანილი, _ შეუკვეთა ნიაზხმა ოფიციანტს.
_ ეხლანდელი ახალგაზრდები ასე უკვეთავენ, გადახდისას კი გარბიან.
ფული წინასწარ გადაიხადეთ. _ მკაცრად მოითხოვა ოფიციანტმა.
_ როგორ, მე არ მენდობი? მართალია ფული არა მაქვს, მაგრამ აჰა, პასპორტი. _ და ნიაზმა პასპორტის ძებნა დაიწყო.
_ პასპორტიც ვერ გიშველის.
_ მაშინ. . . აი, ბლოკნოტი და, მიდი, ჩქარა ქენი. . .



***
ნიაზს მეგობარმა შესჩივლა: _ რა ვქნა ნიაზ, სახლში ნასვამი რომ ვბრუნდები შინ, ცოლი ღვინის სუნს ზღურბლზევე გრძნობს: ჯამაგირს რომ აიღებ, აუცილებლად უნდა ჩახეთქო, ერთხელ ვარდებს არ მომიტანო. მეჩხუბება და სახლში აღარ მიშვებს.
_ მაგ დღეში ვიყავი მე მაგრამ დროზევე ვუშველე თავს.
_ თუ ძმა ხარ, მითხარი როგორ.
_ ვარდის ლიქიორის სმა დავიწყე ამ ბოლო დროს.



***
ერთხელ ნიაზი მამამისმა სულეიმანმა აბაზანაში ჩაკეტა, იმ იმედით, რომ აღარ დალევსო. ნიაზს აბაზანის პატარა სარკმლიდან თოკი ჩაუშვია, მეეზოვეს მასზედ არყით სავსე ბოთლი გამოუბამს. საღამოსკენ სულეიმანს აბაზანის კარები გაუღია და ხედავს, ნიაზი მთვრალია. გაგიჟებულ სულეიმანს ონკანი მოუშვია, არაყი ხომ არ მოდის წყლის მაგივრადო.
_ რას ეძებ! ბოთლი გამოვიტანე და "სორნიაშიკში" ჩავაგდე_ო _ უპასუხა ნიაზმა
თემურ ნაცვლიშვილის ნაამბობი.



***
ნიაზი თავის განუყრელ დოგ "ქიმერა"-თი რომელიღაც კაფეს მისდგომია. კაფე დაკეტილი იყო. მიმტანს გამოუხედავს: დაკეტილი გახლავთ, ბატონოო.
_ არა, მე კი არა, ჩემ ძაღლს შია. _ უთქვამს ძაღლის პატრონს.
ამასობაში დოგი ოფიციანტს ფეხებში გაძრომია და კაფეში შესუნსულებულა.
_ ა, ბატონო, ხომ ხედავთო, _ უთქვამს გაკვირვებულ მიმტანისთვის ნიაზს.



***
_ არ ვიცი, ამ პალტოს საყელოს რა ვუყო, კვირაში ერთხელ "ჩისტკაში" მიმაქვს და მაინც ჭუჭყიანდება. _ შესჩივლა ვიღაც ქალმა ნიაზს.
_ ერთი გადასარევი ხერხი ვიცი.
_ მასწავლე, ეგებ მეშველოს.
_ ყოველ დილით კისერი დაიბანეთ, ქალბატონო.



***
_ ნიაზ, მარცხენა თვალი რომ გითამაშებს, რას ნიშნავს? _ ჰკითხა ვიღაცამ.
_ ცუდი ნიშანია.
_ მარჯვენა?
_ კარგის.
_ მარცხენა ხელის გული რომ გეფხანება?
_ ფულს იშოვი.
_ მარჯვენა?
_ დაკარგავ.
_ მარცხენა იდაყვის ქავილი რაღას ნიშნავს?
_ იცი რას გეტყვი? _ აბანოში წადი პირდაპირ.



***
ნიაზი მეგობარს ნარდს ეთამაშებოდა. გვიანი ღამე იყო. გაახსენდა ერთი ცნობილი მონარდე, კირილე პაჭკორია და შუა თამაშის დროს დაურეკა.
_ ბატონო კირილე, ნიაზი გაწუხებთ, მეგობარს ნარდს ვეთამაშები, მან არ იცის რომ თქვენგან ვიღებ კონსულტაციას, სე იაქე მომივიდა, სეს კარი ცარიელი მაქვს, შაშიდან გადავითამაშო, თუ ბეშიდან? _ გააცნო კომბინაცია ნიაზმა ბატონ კირილეს.
კირილე პაჭკორიამ თავის მხრივ ნარდი გაშალა, ნიაზის კომბინაცია დაალაგა და რჩევა მისცა: "რა თქმა უნდა შაშიდან ჩემო ნიაზო". ცოტა კი შეწუხდა უდროო დროს რომ გააღვიძეს.
ერთი _ ორი საათის მერე ისევ დაურეკა ნიაზმა: "ბატონო კირილე, მართალია დილის სამი საათია, მაგრამ აბა, თქვენისთანას ვის ვნახავ, _ პირველ გაგორებაზე დუ სეთი რომელი კარი ავიღო, როგორ ჯობიაო!"
შენი შაშის კარი აიღე ნიაზ, შენი! _ დაიყვირა მონარდემ და ყურმილი დაკიდა.
დილის ექვს საათზე ისევ გააღვიძეს ბატონი კირილე.
_ გისმენთ.
_ ალო, ბატონო კირილე, ისევ მე გაწუხებთ. დუ შაში მომივიდა, ორი ქვა მაქვს იაქის კარზე დარჩენილი, გამოვიდე?
_ გამოდი, ან ნუ გამოხვალ, ან წადი, ან გააგდე, ან ნარდი დაამტვრიე, ან რაც გინდა ის ქენი, მე კი შემეშვი!.. _ კიოდა ტელეფონში ბატონი კირილე.



***
ქუჩაში მიმავალ ნანული სარაჯიშვილს ფეხი დაუცურდა და წაიქცა.
_ რეშკა. _ მიაძახა ნიაზმა.



***
ბიჭებმა სთხოვეს გიგლა ფირცხალავას, ნიაზი რამეში გამოიჭირეო.
_ ნიაზ, ვეფხი რომ გამოგეკიდოს, რას იზამ?.. _ ჰკითხა გიგლამ.
_ გავიქცევი, _ უპასუხა ნიაზმა.
_ კაცო, ვეფხს სად გაექცევი?
_ ხეზე ავალ.
_ ვთქვათ, ხე არ დგას.
_ თხრილში ჩავხტები.
_ არც თხრილია, ტრიალი მინდორია, გარბიხარ და ვეფხი გეწევა.
_ თვალებში შევურჭობ რამეს!
_ ცარიელ_ტარიელი ხარ!
_ქუდს მოვიხდი და ცხვირ_პირზე მივაფარებ!
_ არც ქუდი გაქვს!
_ არც პატარა?
_ არა!
_ კაცო, შენ ჩემი ბიძაშვილი ხარ, თუ ვეფხის! რაღანც ეგრე გინდა, შემჭამოს! _ ჯანდაბას ჩემი თავი. . .



***
_ პრივეტ ნიაზ, _ მიესალმა სკოლიდან მომავალი ლია სარაჯიშვილი.
_ რაო! ბოლო გაკვეთილი რუსულისა გქონდა?



***
_ რად გინდა ამოდენა ჰალსტუხი? _ უკითხავთ ერთხელ ნიაზისათვის.
_ დამტვერიანებულ ფეხსაცმელებს ვიწმენდ ხოლმე, _ უპასუხნია ნიაზს.



***
_ საშინლად მტკივა ყელი, _ შეუჩივლია ფეხაცმლის სახელოსნოში შესულ ნიაზისთვის ოსტატ ოვანესას.
_ აბა, პირი გააღე, _ ექიმის სერიოზულობით დაუთვალიერა ყელი ნიაზმა.
_ ღვინო, ძმაო, ღვინო მოგარჩენს, _ გამოუწერა რეცეპტი.
***
შუაღამისას ნიაზი მეზობელთან მივიდა, წითელი მელანი სთხოვა.
_ რა დროს წითელი მელანია, არა მაქვს. დამაძინე თუ კაცი ხარ, _ წყენით უთქვამს მეზობელს და კარი გამოუკეტავს.
დილის ექვს საათზე ზარმა ისევ გააღვიძა მეზობელი, კარებთან ნიაზი იდგა.
რამ გაწყენინა შე კაი კაცო, მელანი მოგიტანე.



***
ნინო რამიშვილი "ტელევიზორში" ჯეირანს ცეკვავდა.
_ რა კარგად გამოიყურება! _ შეუნიშნავს ნიაზს.
_ საზღვარგარეთ მოარულს გასტროლებში ნელსაცხებლებისა და კრემების შოვნა არ გაუიჭირდება და კარგად რად არ უნდა გამოიყურებოდეს, _ უთქვამს ერთ_ერთ მანდილოსანს.
_ კი მაგრამ, ასე ლამაზად ნეტავი კრემები აცეკვებს? _ უკითხავს მრავალმნიშბნელოვნად ნიაზს.



***
ნიაზის ახლობელი იხსენებს:
ბებიას ერთი ნაცნობი ოჯახი ჰყავდა. ალიოშა და მისი ცოლი ევგდოკია. ევდოკია საშინელი ჭორიკანა იყო. მთელი ოჯახის ამბები გარეთ გამოჰქონდა, ავიც და კარგიც. ვერც ნიაზი იტანდა და ვერც მე. ეს ქალი ყველა სიკეთესთან ერთად კოჭლიც იყო, ცოტა ელამიც და კუზიანი. ვერაფრით ვერ მოვიშორეთ სახლიდან. ერთ საღამოსაც ზარი დაირეკა. კარი გავაღე.
_ ევდოკია და ალიოშაა? _ მკითხა ნიაზმა.
_ ხო, ძია ნიაზ, შეწუხებულმა ვუპასუხე.
ნიაზი სწრაფად მიუჯდა პიანინოს და სანამ ცოლ_ქმარი კიბეზე ამოდიოდა, ხმა_მაღლა დაიწყო სიმღერა "გინდა იყოს კოჭლიო, გინდა ბრუციანი, მაინც მეყვარება ჩემი კუზიანი". რომ დაამთავრა, სადარბაზოში აღარავინ იყო. მერე არც მოგვკარებია, ვეღარც მოგვეკარებოდნენ.
საწყალი ბებია სიკვდილამდე ნაწყენი იყო ევდოკიაზე, "ასე რაფერ დამივიწყაო". . .



***
ნიაზი მოსკოვში ჩავიდა. მატარებლის კარებში დადგა. "ნასილჩიკ" _ დაუძახა ერთს. ის მიუახლოვდა. "ნასილჩიკ" დაუძახა მეორეს, ისიც მოვიდა. "ნასილჩიკ" დაუძახა მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს. მალე ნიაზის გარშემო უამრავი მეკურტნე შემოიკრიბა. უხაროდათ, ყველამ რომ იშოვა საქმე.
_ "პრივეტ ოტ ტბილისკიხ ნასილჩიკოვ!" _ გადმოსძახა მეკურტნეებს ნიაზმა.

***
_ ნიაზ, თევზის გიჟი ვარ, რა. . . _ უთხრა ნაცნობმა.
_ ხო, კარგია, _ უთხრა ნიაზმა.
_ ვახ, როგორ მიყვარს რომ იცოდე, თევზის გიჟი ვარ, რა.
_ კარგია.
ბელინსკის ქუჩას აუყვნენ.
_ ბიჭო, აი თევზის გიჟი ვარ, _ ერთხელ კიდევ თქვა ნაცნობმა.
_ კარგია თევზი. _ უკვე ზრდილობის გულისათვის უპასუხა ნიაზმა.
ცოტა კიდევ გაიარეს.
_ არა, ბიჭო, შენ არ წარმოგიდგენია, ნაღდი თევზის გიჟი ვარ, _ არ დაცხრა ნაცნობი.
_ კარგი, თყ ძმა ხარ, თავი დამანებე, მე სულ გიჟი ვარ, თევზითაც და უთევზოდაც, ეს ვინ ყოფილა. . .



***
საღამოს ამხანაგები ერთ ოჯახში შეიკრიბნენ. დაიწყო ერთმა: აი, დგახართ მეხუთე სართულის ფანჯარასთან (მიმართავს ქერათმიან გოგოს), მამაშენთან ერთად, რომელიც ას ორი წლისაა. ფანჯრის წინ, ქვევით რკინიგზაა, იცი, რომ ორი სადგურიდან მატარებლები გამოვიდნენ ერთმანეთის საპირისპიროდ. ერთი ათის ათ წუთზე უნდა გამოსულიყო, მეორე ათის ნახევარზე. შეეშალათ. ერთი წუთის შემდეგ შენს წინ მოხდება კატასტროფა. რას იზამდი?
გოგონა დაფიქრდა და პათეტიკური ტონით განაცხადა: გადავხტებოდი, დავეცემოდი ლიანდაგზე, შეიკრიბებოდა ხალხი, მემანქანეები დროზე შეამჩნევდნენ ამ ამბავს და გადარჩებოდნენ მატარებლები.
შენა, გოგი? _ ჰკითხა მეორეს.
_ მე მამას გადავაგდებდი, დიახ, საკუთარ მამას, ის ხომ ას ორი წლისაა.
_ შენ თამაზ?
_ მამაჩემი თვითონ გადახტებოდა, _ ივაჟკაცა თამაზმაც.
_ შენ დათო?
_ მეც ირინესავით მოვიქცეოდი, _ თვითონ გადავხტებოდი.
_ შენ, ნიაზ?
_ მე მამას დავუძახებდი: მამა, მამა, ჩქარა მოდი, ახლა აქ იმისთანა ამბავი დატრიალდება, ცხოვრებაში რომ არ გინახავს_მეთქი.



***
ტელევიზიაში გაკრულია განცხადება.
"რუსული ენის შემსწავლელი წრე" _ კითხულობს ნიაზი.
_ წრე კი არა, მთელი კოლექტივია.

***
ნიაზი მილიციაში მოხვდა. მილიციელი, რომელმაც დააკავა რიგითი იყო _ ჩინი არ ჰქონდა, თანაც ასაკოვანი გახლდათ.
_ რამდენი წლის? _ შეეკითხა ნიაზი.
_სამოცის.
_ რამდენი წელია რაც მილიციაში მუშაობ?
_ ოცდაათი.
_ შე კაი კაცო, კონიაკი ყოველწლიურად თითო ვარსკვლავს იმატებს, შენ კი რა მოგივიდა?! ქართველი ხარ?
_ როგორ ვერა ხედავ, დაბოლოება შვილზე მაქვს.
_ ე.ი. მაიმუნი ვირიშვილიც ქართველი ყოფილა. . .



***
_ სად მუშაობ? _ ჰკითხა ნაცნობმა ნიაზს.
_ დომინოს ქარხანაში.
_ რას აკეთებ?
_ წერტილებს ვსვამ დომინოს ქვებზე.
_ დღეს რატომ არ მუშაობ?
_ დღეს "პუსტა_პუსტებს" უშვებენ.



***
ნიაზს რესტორან "გემოსთან" ჯემალი შეხვდა.
_ გილოცავ ნიაზ გასაბჭოების 37 წლის ტავს.
_ ორმოციც მალე მოგელოცოს, _ მიუგო ნიაზმა.



***
_ ნიაზ, გუშინ ტოლსტოის მოთხრობა წავიკითხე _ "ომი და მშვიდობა~"_ უთხრა მეგობარმა.
_ ეგ თუ მოთხრობაა, მაშინ ეგნატე ნინოშვილის "გოგია უიშვილი" ელვა დეპეშა ყოფილა. _ უპასუხა ნიაზმა.



***
რუსთაველზე ლამაზმა ქალმა გაიარა.
_ "კრასავიცა" _ ესროლა ნიაზმა.
_ მე მეუბნებით? _ შემოტრიალდა ქალი.
_ რატომ თქვენ, რუსთაველზე ლამაზების მეტი რა არის.


ოქროპირის თხოვნა, თუ როგორ უნდა შეხვდნენ რუსთველის იუბილეს.

1. ახალგაზრდები, რომლებიც რუსთველის ძეგლთან დგანან მთელი დღის განმავლობაში,სახლებში დასხდნენ და რაიმე წაიკითხონ; თუმცა ეს მათთვის საშინელებაა, მაგრამ: "ჭირსა შიგან გამაგრება, ეგრე უნდა, ვით ქვითკირსა. . ."
2. გოგონებმა კაბები ოდნავ დაიგრძელონ, რომ იმ დღეებში მაინც ჰგავდნენ ქართველ ქალებს.
3. საიუბილეო დღეებში დაბადებულ ბავშვებს ნუ დაარქმევენ შემდეგ სახელებს: "მიშველა, ველოდე, გენიოსა, ფიადოსი, ჯულდანი, ძაბო, ფუნთუ, კოსმონავტა" და სხვა. დაარქვან შოთას გმირების სახელები, შეიძლება მათ ყურს არ ესიამოვნოს, მაგრამ სამაგიეროდ ერს ესიამოვნება.
4. ახალგაზრდა კიმპოზიტორები ნუ დასწერენ "ვეფხისტყაოსნის" ტექსტზე ჯაზური სტილის მუსიკას კვარტეტისათვის, კვინტეტისათვის და სექსტეტისათვის.
5. რუსთველოლოგები ნუ დაუწყებენ გამოკვლევას ასმათისა და ტარიელის ურთიერთობას.
6. კინორეჟისორები ნუ დაიწყებენ "ვეფხისტყაოსნის" გადაღებას _ მაინც ვერაფერს გახდებიან.


ბებია, გია და ზღაპარი

მეგობრის ოჯახში ვიყავი ვახშმად დაპატიჟებული, ცოტა ადრე მივედი. იყო ფუსფუსი და ვახშმისათვის მზადება. ერთი ოთახიდან ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრის, 5 წლის გიასა და ლიზიკო ბებიას ხმა შემომესმა, კარები შევაღე და თვალწინ შემდეგი სურათი გადამეშალა: გია და ბებია მისხდომოდნენ ბავშვის პატარა მაგიდას, ბებია ორი ხელით ძლივს იჭერდა წყლით სავსე უშველებელ ყანწს, გია კი ყვიროდა: "პეი დო დნა! პეი დო დნა! თუ ამ ოჯახის პატივისცემა გაქვს". მაგიდაზე ორი გრაფინი იდგა, ერთი წყლით სავსე, მეორე ცარიელი. ბებიას სახის ფერზე ეტყობოდა, რომ ერთი გრაფინი უკვე დაეცალა. მე რომ დამინახა, საწყლად გამიღიმა, იფიქრა, ნაღდად მეშველაო.
_ სიჩუმე ამხანაგებო! _ დაიყვირა გიამ ჩემს დანახვაზე და ფეხზე წამოხტა. _ ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! შემოსწრებულს ჯარიმა!.. ბებია, მიეცი ნიაზ ბიძიას ეგ ყანწი!
ბებიამ შვებით ამოისუნთქა და ყანწი გადმომაწოდა. წყალი მართლაც მწყუროდა, ნახევარი ყანწი დავლიე და ნახევარზე გიას შევეხვერწე, შენი ჭირიმე, მეტს ნუ დამალევინებ_მეთქი. გიას როგორც იქნა მოსწყინდა ყანწის დაძალება და ისევ ბებიას მიუბრუნდა:
_ ბებია, ზღაპარი მინდა მე! _ უბრძანა მოხუცს. _ კი, ბებია, შენი ჭირიმე, _ გაუხარდა ბებიას, რაკი წყლის სმას გადარჩა. _ იყო ერთი ძაღლი. . .
_ რომელი, ბებია, შენ რომ გყავს? _ შეაწყვეტინა გიამ.
_ არა შვილო, მე სად მყავს ძაღლი.
_ აბა დედიკო რატომ იძახის, ბებიაშენი რომ მოკვდება, ძაღლი მიაკვდება სულშიო. _ ბებიამ წაუყრუა და განაგრძო: _ ეს ძაღლი მიწის სახლში ცხოვრობდა...
_ რომელში ბებია, შენ რომ ჭამ? _ ისევ შეაწყვეტინა გიამ თხრობა.
_ რა სისულელეს ამბობ, გია, _ შევწუხდი მე.
_ არაფერიც, დედიკომ იმ დღეს ტორტი მოიტანა, მე ვუთხარი, ბებიას ვაჭამოთ_მეთქი. ბებიაშენი მიწას ჭამსო_მითხრა.
ბებიას ჩემი შერცხვა და ბრძანების კილოთი უთხრა, დაიძინეო! ბავშვი მაინც არ ეშვებოდა და ცრემლმორეული საყვედურობდა: ყოველთვის მატყუებ, რომ მეუბნებოდი, მთელი ზამთარი შენთან დავრჩებიო, ამ დილით, შენ რომ სამზარეულოში იყავი, დედიკომ მკითხა _ "სად არის შენი აქ არ დასარჩენი ბებია"_ო.
ჩემი ოჯახში დარჩენა შეუძლებელი იყო. ორივეს დავემშვიდობე და დავტოვე იქაურობა. ბებიაც რომ არ დარჩენილიყო და თან წამომყოლოდა, კარგს იზამდა.


პასტერის სადგურში

მამაკაცი შემორბის _ შეიძლება?
ექიმი _ მობრძანდით.
მამაკაცი _ ძაღლმა მიკბინა.
ექიმი _ ვის?
მამაკაცი _ ევა მაჭუტაძეს.
ექიმი _ თქვენ ევა ხართ?
მამაკაცი _ არა, მე ნიკოლოზი ვარ!
ექიმი _ აბა ევა რა შუაშია?!
მამაკაცი _ ევა ბიცოლაჩემს ჰქვია და იმასაც უკბინა.
ექიმი _ აქ სამასხარაო ადგილი არ არის _ უპასუხეთ კითხვებზე.
მამაკაცი _ ბრძანეთ, ბატონო.
ექიმი _ რა ჰქვია?
მამაკაცი _ ვის? ბიცოლაჩემს?
ექიმი _ ძაღლს.
მამაკაცი _ რა ვიცი, ბატონო, კბენის წინ გასაცნობად ხელი არ ჩამოურთმევია და მერე ვეღარ ვკითხე.
ექიმი _ როგორი გამომეტყველება ჰქონდა?
მამაკაცი _ ვის? მე თუ ძაღლს?
ექიმი _ ძაღლს.
მამაკაცი _ მე მგონი, რაღაცაზე ფიქრობდა.
ექიმი _ როგორ გგონიათ, რაზე?
მამაკაცი _ მგონი კვანტურ თეორიაზე.
ექიმი _ თქვენ თუ სერიოზულად ლაპარაკობთ, ე.ი. ცოფის ნიშნები გაქვთ.
მამაკაცი _ ეგ მინდა მეც.
ექიმი _ გვარი.
მამაკაცი _ ძაღლის?
ექიმი _ რა შუაშია ძაღლი!
მამაკაცი _ აქამდე სულ ძაღლი იყო შუაში და ახლა მე მომადექით?
ექიმი _ ჯიში?
მამაკაცი _ ჩემი მამრობითი!
ექიმი _ არა, ძაღლის.
მამაკაცი _ ბატონო, მე მიკბინა ძაღლმა, მე კი არ მიკბენია მისთვის.
ექიმი _ მე თქვენ გეკითხებით ჯიშს.
მამაკაცი _ ჯიშიანი იყო ბატონო!
ექიმი _ თქვენ გიუარესდებათ მდგომარეობა.
მამაკაცი _ მაგას რა ჯობია, ექიმო.
ექიმი _ სად გიკბინათ ძაღლმა?
მამაკაცი _ არსად ბატონო, ძაღლნაკბენის როლს ვამზადებ.


გეოგრაფიის გამოცდაზე

გამომცდელი: ქალიშვილო, მითხარით, ყველაზე დაბალი წერტილი რომელია ზღვის დონიდან.
სტუდენტი: მე, იცით?.._ისევ სდუმს.
გამომცდელი: არ იცით?
სტუდენტი: არა, არა, მე იცით?.._ისევ დუმს.
გამომცდელი: ჰო, მიპასუხეთ ქალიშვილო, დამისახელეთ ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან.
სტუდენტი: მე, იცით, ქალიშვილი კი არა, გათხოვილი ვარ.
გამომცდელი: მიუხედავად ამისა. . . კარგი, მაშინ ის მაინც მითხარით, სადაა იაპონიის დედეაქალაქი.
სტუდენტი ისევ დუმს.
სტუდენტი: იაპონიის დედაქალაქი არ ვიცი, მაგრამ გაგრა, `პიცუნდა~ და ლიძავა _ სუყველა შავი ზღვის სანაპიროზეა. . . პატივცემულო!


მამლუქების დიალოგი

საკანში ერთიც შევიდა. წვერმოშვებულმა სხვათაშორის შეხედა ახლად შემოსულს, სახენაიარევს და საწოლზე მიუთითა. ახლადშემოსული დაჯდა.
_ რამდენი წელი მოგისაჯეს? - ჰკითხა ძველმა.
_ შვიდი. _ უპასუხა ახალმა, ისე, რომ არც შეუხედავს.
_ კარგია. _ თქვა ძველმა.
_ თქვენ? _ ჰკითხა ახალმა.
_ რვა. _ უპასუხა ძველმა.
_ რაზე? _ ჰკითხა ძველმა.
_ აგურზე.
_ რამდენი?
_ 7 მანქანა.
_ რატომ?
_ ძმაკაცი სახლს იშენებდა წყნეთში.
_ თქვენ? _ ჰკითხა ახალმა.
_ ცემენტზე.
_ რამდენი?
_ ორი მანქანა.
_ მერე? _ ვა, რატო?
_ გაამრავლე ორი ოთხზე.
_ რა შუაშია?
_ ისე.
_ რატო?
_ წყნეთისათვის.
_ ვისი?
_ ცოლის სახელზე.
_ სად?
_ ზევით.
_ მაინც?
_ გადასახვევთან.
_ თვეში რამდენს აკეთებდი?
_ ათს.
_ თქვენ?
_ ოცს.
_ უცებ ორივემ ერთმანეთს შეხედა.
_ ნესტორიჩ, ძარღვიანო. _ შესძახა ახალმა.
_ ნუკრი, შრამიანო _ დაიყვირა ძველმა და ერთმანეთს გადაეხვიენ.
არც ერთი იყო ფორდის დისშვილი და არც მეორე მორგანების გვარის გამგრძელებელი. (ისინი) ორივენი საქართველოს ბედკრულ № 2_ე საამშენებლო ტრესტის ინჟინრები იყვნენ.

ანდაზები

ღვინის სიყვარულით ბავშვს "რქაწითერლა" დაარქვეს.
მომმარაგებლის მოტანილს დირექტორი წაიღებსო.
მოთმინებითა შენითა იმასაც დაინახავ, რასაც მოიპოვებ.
_ დედა ნახე, მამა ნახე, შვლს მილიციაში მიაკითხე.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი. . . მაინც ძნელია.


ნირშეცვლილი ანდაზები

მომღერალი მომღერალთან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან დუეტს შექმნის.
ერთმა ვოკალისტმა თავი გამოჰყო: "მეცო_სოპრანოო".
მთავარია ფეხზე არავინ დაისვა, თორემ იმ წუთშივე თავზე აგაცოცდებაო.
რასაცა გასცემ შენია, რას არა. . . ისიც შენია.


გურული დირექტორის განმარტებითი ლექსიკონი

ბაღანა _ ადამიანის ასაკი, როცა მისი სარგო ფეხსაცმელი არ იშოვება, ე.ი. ბავშვი.
გურული _ ენამოსწრებული ადამიანი.
ჩიჩილაკი _ მაგალითად: გოგია უიშვილს რომ ეცხოვრა სვერდლოვსკში და დაედგა საახალწლო ნაძვის ხე ანუ "იოლკა".
ბახმარო _ წყნეთის მსგავსი აგარაკი გახლავთ, ოღონდ ზღვის დონიდან ბევრად მაღლა მდებარეობს და იქაურ დამსვენებლებს (ზოგიერთის გარდა) პერსონალურ ავტომანქანების ნაცვლად, ჯერ კიდევ პერსონალური ცხენები ჰყავთ.
ჩალანდარი _ ტაქსის მძღოლი ჩვენს დროში.
ელანძე _ ზოგიერთებისათვის "მინუტუჩკუ".
მაქანე _ გასტრონომებბის გამყიდველისათვის: (როცა ეკითხბეით) მანდ რომ ხიზილალა არა გაქვთ, როდის გექნებათ?


იცით თუ არა თქვენ

რომ ანზორ ლეჟავაზე მაღალი კაცი ბრაზილიაში ცხოვრობს.
რომ ყველა მსახიობი ჭადრაკს თამაშობს და არცერთმა არ იცის ჭადრაკი.
რომ მოსკობვში სიომა კილაძეზე სწრაფად, მხოლოდ სამი კაცი დადის.
რომ ადის_აბებას ფილარმონიაში თურმე ქართული ჯგუფი არ ყოფილა.
რომ ფილარმონიის რაჭველმა მსახიობებმა ახლა გაიგეს შალიაპინის და სტანისლავსკის გარდაცვალება.
რომ ჟაკლინ ფრანსუა მეგრელი ყოფილა, _ მეგრელმა მომღერალმა სთქვა.



შებრუნებული ანდაზები

რასაც დასთეს, იმას ან მოიმკი, ან ვერა.
ჩემი შენ გითხარი და შენ სხვას რაღას ეუბნებოდიო.
ასჯერ თუ გაზომავ, ერთხელაც ვერ გაჭრიო.
ურემი რომ გადაბრუნდება, ხარებმა იკითხონო.
სჯობს არასდროს, ვიდრე გვიან.
შენი მოხარშული და ნიორწყალში ჩაწყობილი ქათამი გერჩივნოს სხვის ყველსა და პურსაო.


რას უნდა ერიდოს და რა არ უნდა იცოდეს
ათი წლის ბიჭმა

რომ "პრიმა", მეორე ფაბრიკისა, სჯობია პირველისას.
მაგიდაზე ფეხებით ასვლას (უნდა ერიდოს).
ბებიას რომ დედამისი (რძალი) სულძაღლს ეძახის (არ უნდა იცოდეს).
ბოლო ჭიქა ღვინით, წამსვლელ_დამრჩენის სადღეგრძელო რომ ისმება (არ უნდა იცოდეს)
მძინარე ბებიას რომ ყურში ქეძაფი ჩაასხას და ბებია რომ ჭირს მოსჭამს (უნდა ერიდოს და არ უნდა იცოდეს)
დაფისკენ მიტრიალებულ მასწავლებელს წიგნი არ უნდა ესროლოს და თავში არ უნდა გაარტყას.
სიდედრის მიმართ მამის დამოკიდებულება (არ უნდა იცოდეს).
"დეკამერონი" დაწერილი რომ არის (არ უნდა იცოდეს, და თუ იცის, უნდა ერიდოს).



მასწავლებელი: გია, მიპასუხე, რას ნიშნავს ორ ცეცხლს შუა ყოფნა?
მოსწავლე: სკოლიდან ჩემს სახლამდე მისვლას მასწავლებელო.


_ ეს ზღაპარია, მაგრამ ასეც ხომ ხდება ხშირად:
ვირი იქცევა მწერლად ანდა მწერალი _ ვირად.


როგორები უნდა იყვნენ საზოგადოებრივი ყოფის
სხვადასხვა სფეროში მოღვაწენი, სხვები რომ
გულზე გახეთქონ

კრიტიკოსი _ უნდა აკრიტიკებდეს ყველას და ყველაფერს, ეცვას შარვალი ნორმალური სიგანის ტოტებით, რომ მასზე არაფერი სთქვან. არ უცინოდეს არავის, გარდა კონსტანტინე გამსახურდიასი და ბესო ჟღენტისა (ამათ პირში უცინოს).
პოეტი _ ოდნავ წვერმოშვებული უნდა დადიოდეს, სასურველია ეხუროს სვანური ქუდი, უნდა იცოდეს ესენინის რამოდენიმე ლექსი, არ არის აუცილებელი თვითონ რამე დაწეროს, მაგრამ ნათესავები უნდა იძახოდნენ, ძალიან ნიჭიერიაო.
მსახიობი _ რაც უნდა უნიჭო იყოს, ერთხელაც არ უნდა გაწითლდეს სირცხვილით.
სცენარის ავტორი _ სწერდეს აქტუალურ თემაზე, თუ ფიროსმანსაც ახსენებს კარგია და თუ ისიც იცის, რომ ფიროსმანს ნიკალა ერქვა და სარდაფში მოკვდა, ბევრს მიაღწევს.
რეჟისორი _ უნდა იცოდეს რომ სტანისლავსკი რაღაცის რეფორმატორი იყო, რისი, არ არის აუცილებელი, არც დადგმაა აუცილებელი, მთავარია ცენზი.
სიმღერების ტექსტების ავტორი _ ტექსტში ერთხელ მაინც უნდა მოსწყვიტოს ია, იასამანი ან გულზე დაიბნიოს ვარდი. მემაწვნე ბიჭს გოგონა ზემოდან არ უნდა უყურებდეს, მერე რა რომ იგი წყნეთელია. თუ ამ დროს სიოც უბერავს, სიმღერა დიდ პოპულარობას მოუტანს ავტორს.
მეცნიერ მუშაკი _ სასურველია ეკეთოს სათვალე, თუ უმცროსი მეცნიერი მუშაკია, უნდა უღიმოდეს უფროს მეცნიერ მუშაკებს (რა იცი, რაში გამოადგება). ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მინიმუმით გათვალისწინებული ერთი საგანი მაინც. თემაზე მუშაობა აუცილებელი არ არის, მთავარია დაწესებულების დერეფანში საქმიანი ნაბიჯებით სიარული, თუ ამ დროს ფურცელი, ავტოკალამი ან თუნდაც ფანქარი ექნება ხელში, უკეთესია, _ მეცადინი ბიჭიაო, _ იტყვიან.
ადვოკატი _ უნდა იყოს მაღალი, მხარბეჭიანი და საერთოდ წარმოსადეგი, ხალხზე რომ მართლაც დამცველის შთაბეჭდილება მოახდინოს. დამნაშავეა თუ მკვლელია, დანაშაული მაინც მიცვალებულს უნდა გადააბრალოს, შემდეგ კი, გაიხსენოს ბრალდებულის მწარე ბავშვობა. პროცესზე წარმოსთქვას ერთი ლექსი მაინც, სასურველია რუსულად, კურცხალიც გადმოაღვარღვაროს თვალთაგან და ბოლოს დამნაშავეზე დასძინოს _ შეხედეთ პატივცემულო მოსამართლენო და საზოგადოებავ ამ ბატკანივით ბავშვს ( თუნდაც ეს ბავშვი 35 წლისა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა) განა შეეძლო მას ყოველივე ამის ჩადენა? კარიერა განაღდებულია.
მოსამართლე _ ძალიან გულდასმით უნდა ისმენდეს ჩვენებებს, უფრო სწორად აჩვენოს, რომ გულდასმით უსმენს. ისე, შეუძლია საყვარელზეც იფიქროს. საათზე ერთი_ორჯერ მაინც უნდა დაიხედოს, სულაც რომ არ ეჩქარებოდეს, მაინც. ერთი კვირით გადადოს საქმე, შემდეგ _ ერთი თვით, ბოლოს _ ერთ წლამდე. ეს აუცილებელია, უფრო დააფასებენ და ფასიც აეწევა.


ფილმების აფიშები ზოგიერთ სოფელში

Ескадрилья летучих ьышей _ "ეს გეკადრება მფრინავო მიშა"
Приклучения про волка _ "თავგადასავალი პროვოლკაზე"
Кортик _ "კოტიკო"
Граф монте кристо _ "გრაფს მოსდევს კინტო"
Человек с ружьем _ "ყაზილარი ფიშტოთი"
Аршин малала _ "არჩილ ცოტა რა"
Шит и меч _ "შეკერილი ბურთი"




რომელიმე ჟურნალში ან გაზეთში დაიხატოს ძალიან მაღალი კაცი _ წელს ზემოთ. გაუკეთდეს ასეთი წარწერა: გაგრძელება შემდეგ ნომერში.


თბილისური რეკლამები

ზემოთ სახლის თავზე:
მოსწიეთ ქართული თამბაქო, იგი არომატული და გემრიელია.
ქვემოთ:
დახლზე დადებულია ბროშურები: "პაპიროსი იწვევს კიბოს"."თუთუნი დღეს უმოკლებს ადამიანს".


ციკლოპები

Обобщение _ შენი ობობა
Адекватный _ ადექ ბამბიანი
кудахтать _ კუ დახტა
Кувырком _კუ ვირიკოსთან ერთად
Супернатурализм _ ნატურალური სუფი
Тасмания _ ტასიკო და მანია
Итак далее _ მაშ ასე, დავლიოთ
Самостоятельный _ თვითონ დნებოდა
аспирант _ ასპირინის მსმელი
Загромождать _საზღვარგარეთ დამიცადე
Пицунда _ დალევა უნდა
Не прислоняться _ ნუ ესპილოები
Нищий _ ნიშა ხარი
Нищенссий _ ნიშა ხბო
Нищая _ ნიშა ძროხა
Лото _ ლოთო
Спсртлото _ ლოთი სპორცმენი
Союзпечать _ დაბეჭდილი სოუზი